X ბ კლასის დამრიგებლის-ელისო ვადაქარიას
ანგარიში
2015-2016 წელს მყავდა სადამრიგებლოდ Xბ კლასი.წლის
დასაწყისში გავეცანი სადამრიგებლო პროგრამას და შესაბამის ცვლილებებს ეროვნულ სასწავლო
გეგმაში.ეს ყველაფერი გავითვალისწინე ინდივიდუალური გეგმის შედგენისას , შესაბამისად,
შევადგინე სამოქმედო გეგმა და შევუდექი მუშაობას.
ჩემი სადამრიგებლო მუშაობა დაიწყო სკოლაში
გამოცხადებისთანავე.სასწავლო წლისთვის მოვამზადე საკლასო ოთახი, სახელმძღვანელოების
ნაკრები წინასწარ გავამზადე,რათა თითოეულ მოსწავლეს დახვედროდა მერხზე. 15 სექტემბერს
დაიწყო სწავლა , მოსწავლეებს ჩავაწერინე გაკვეთილების ცხრილი.პირველი კვირა დასჭირდა
მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებას,მოვიძიე მათი დემოგრაფიული მონაცემები და
აღვრიცხე,ვინ იყო იძულებით გადაადგილებული,მრავალშვილიანი,(სოციალურად დაუცველი და
ობოლი არ გვყავს).შევავსე კლასის ჟურნალი,მოსწავლეებთან ერთად შევადგინე მორიგეობის
განრიგი.მოვიწვიე მშობელთა კრება,სადაც გავაცანი მშობლებს სკოლის შინაგანაწესი,ავირჩიეთ
მშობელთა საბჭო,რომელმაც მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს დამრიგებელთან და სკოლასთან,დავსახეთ
ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სკოლაში მოსწავლეთა ფორმით გამოცხადების უზრუნველყოფის
მიზნით ვატარებდი ყოველდღიურ მონიტორინგს,რამაც საგრძნობლად შეამცირა უფორმოდ მოსვლა.ასევე
ყოველდღიურად ვაკონტროლებდი მოსწავლეთა გაცდენა-დაგვიანებას,მინდა აღვნიშნო,რომ მშობლები
პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სკოლის მოთხოვნას და პირველ სემესტრში არასაპატიო გაცდენებიც
არ იყო,თუმცა მეორე სემესტრში მაინც დაფიქსირდა არასაპატიო გაცდენები. ვადგენდი მოსწავლეთა
ყოველკვირეულ რეიტინგს აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის შესახებ ინფორმაციის მიღების
მიზნით და ვაცნობდი მშობლებს რეგულარულად(თვეში
ერთხელ).მშობლებთან მქონდა როგორც პირადი შეხვედრები,ასევე სატელეფონო საუბრები მოსწავლეთა
საჭიროებისამებრ. დავგეგმე და ჩავატარე მშობელთა კრებები შემდეგ თემებზე:
ა)ორგანიზაციული
საკითხებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა;
ბ)ორი თვის შედეგების გაცნობა;
ა)
I სემესტრის შედეგები და II სემესტრის
ამოცანები;
ბ)შუალედური
(ორი თვის) შედეგების გაცნობა;
გ)
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტის მომზადება-განხორციელება;
დ) II სემესტრისა
და წლიური შედეგების გაცნობა;
პარასკევობით ვხვდებოდი მშობლებს,ვესაუბრებოდი არსებულ საჭიროებებზე და
ვაცნობდი მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას,ასევე უზრუნველვყოფდი სხვა საგნის მასწავლებლებთან
შეხვედრებს და გასაუბრებას მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ჩავატარე კლასის
საათი თემებზე
1)როგორ
ვსწავლობთ,როგორ ვისწავლოთ უკეთ.
2) ადამიანი
და საზოგადოება
3)ჩვენი უფლებები
და მოვალეობები
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტით
კლასი მყავდა კახეთში, დავით გარეჯის სამონასტერო კომპლექსში,სიღნაღსა და ბოდბეში.
დამრიგებლის გეგმა 2015-2016 სასწ.წელი
დამრიგებლის გეგმა 2015-2016 სასწ.წელი
N
|
მიმართულება
|
აქტივობა
|
დრო
|
1
|
პიროვნული,მორალური
და სოციალური განვითარება.
|
1)როგორ ვსწავლობთ,როგორ
ვისწავლოთ უკეთ.
2)ჩემი მიზანი
3)გენდერი და ჩვენ
4)ჩემი არჩევანი
5)სწრაფვა წარმატებისკენ
6)ვინ ვარ მე
7)ჩვენ და პოპულარობა
8)არა ნარკოტიკებს!
9)სიყვარული
10)როგორ მოვემზადოთ ტესტირებისთვის
|
1)26.09
2)24.10
3)21.11
4)19.12
5)06.02
6)06.03
7)27.03
8)17.04
9)24.04
9)08.05
|
2
|
გარემოს
დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
|
1)ვიცავთ პირად ჰიგიენას
2)ჯანსაღი ცხოვრების წესი
,,მხიარული სტარტები“
3)ჩემი საყვარელი სპორტი
და სპორტსმენი
4)საკლასო ოთახის,სკოლის
მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება
5)შავი ზღვის სანაპირო
ზოლის დასუფთავება
6)თამბაქოს მავნე ზეგავლენა
|
1)03.10
2)31.10
3)28.11
4)23.01
5)13.02
6)13.03
|
3.
|
უსაფრთხოება
და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება
|
1)კლიმატის ცვლილება
2)ბუნებრივი კატასტროფები
3)ექსკურსია ფოთის მუზეუმში
4)ქალაქის ღისშესანიშნავი
არქიტექტურული შენობების ისტორიის გაცნობა
5)ნიკო ნიკოლაძე-ჩემი
ქალაქის მერი
6)ლაშქრობა ქალაქის ტყე-პარკში
7)მოქალაქეობრივი მოვალეობები
და პასუხისმგებლობა
8)ჩემი დიდი წინაპარები
9),,მათ
ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს“-1941-2008წწ.
10)გმირი ქართველი ქალები
|
1)10.10
2)07.11
3)05.12
4)23.01
5)20.02
6)20.03
7)03.04
8)01.05
9)15.05
10)
29.05
|
4
|
შემეცნებითი და კულტურული განვითარება
|
1)როგორ ვატარებ თავისუფალ
დროს
2)საგამოფენო დარბაზში ფოთელი
მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება
3)ჩემი საყვარელი წიგნი
4)უცენზურო ლექსიკა-როგორ
ვმეტყველებთ
5)ჩაცმის სტილი-ჩვენი
იმიჯი
|
1)17.10
2)14.11
3)12.12
4)30.01
5)27.02
|
No comments:
Post a Comment