მასწავლებელი მკვლევარი



 
საკვლევი თემა :XI კლასის მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება შემაჯამებელ სამუშაოებში   /2017-2018 სასწ.წელი/
სარჩევი:
შესავალი ---------------------------------------------------------------------------
თავი- პირველი -------------------------------------------------------------------
საკვლევი საკითხის მიმოხილვა,კვლევის მიზნები და ამოცანები-----------------
1.1.მოკლე ინფორმაცია XI კლასის შესახებ-----------------------------------------------
1.2.პრობლემა და საკვლევი საკითხი------------------------------------------------------
1.3.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი/მიზეზები-------------------------------
1.4.კვლევის მიზანი------------------------------------------------------------------------
1.5.კვლევის ამოცანები-----------------------------------------------------------------------
თავი მეორე----------------------------------------------------------------------------------------
პრაქტიკული კვლევის არსი---------------------------------------------------------------------
თავი მესამე-ლიტერატურის მიმოხილვა---------------------------------------------------
თავი მეოთხე--------------------------------------------------------------------------------------
კვლევის დიზაინი-------------------------------------------------------------------------------
4.1.კვლევის სამიზნე ჯგუფი----------------------------------------------------------------
4.2.კვლევის მეთოდები-----------------------------------------------------------------------
4.3.კვლევის ვადები----------------------------------------------------------------------------
თავი მეხუთე კვლევის შედეგები---------------------------------------------------------------
5.1.მონაცემთა ანალიზი--------------------------------------------------------------------------
5.2.კვლევის მიგნებები---------------------------------------------------------------------------
5.3.შესაძლო ინტერვენციები------------------------------------------------------------------
5.4.განხორციელებული ცვლილებები---------------------------------------------------------თავი მეექვსე--------------------------------------------------------------------------------------
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება-----------------------------------------------
6.1.რეკომენდაციები--------------------------------------------------------------------------
6.2.ინტერვენციის შეფასება---------------------------------------------------------------------
თავი მეშვიდე--------------------------------------------------------------------------------
დასკვნა---------------------------------------------------------------------------------------
გამოყენებული ლიტერატურა------------------------------------------------------------------
დანართები---------------------------------------------------------------------------------------


















საკვლევი თემა: XI კლასის მოსწავლეთა დაბალი  აკადემიური  მოსწრება შემაჯამებელ  სამუშაოებში
 ეს  არის სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  ფოთისN 3 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურზე XI კლასში განხორციელებული პრაქტიკული კვლევის ანგარიში.ნაშრომში განხილულია შემაჯამებელი დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე სწავლა-სწავლების პროცესში და მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ერთგვაროვანი შემაჯამებელი დავალების გამოყენებით გამოწვეული პრობლემები,ასევე  ,ამ პრობლემების გადასაჭრელად დაგეგმილი განხორციელებული ცვლილებები.
სემესტრის განმავლობაში მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით;
1.საშინაო დავალება.2.საკლასო დავალება.3.შემაჯამებელი სამუშაო.სამივე კომპონენტს აქვს თანაბარი წონა.თითოეული მათგანის შეფასებისას გამოიყენება ,როგორც განმავითარებელი,ასევე განმსაზღვრელი შეფასება და თითოეული კომპონენტი  სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია.შემაჯამებელი დავალება ის საზომია,რომლითაც მოსწავლის ცოდნის დონეს ვამოწმებთ სწავლა-სწავლების გარკვეულ ეტაპზე.ასევე შემაჯამებელი დავალება გვეხმარება გავიგოთ ,რამდენად აღწევს მოსწავლე შესაბამისი კლასის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებს.
ამ ეტაპზე საკვლევ მასალად ავიღე  XI კლასის მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრება წერილობით შემაჯამებელ სამუშაოებში.
XI კლასის შემაჯამებელი დავალება მოიცავს როგორც მარტივი ტიპის ტესტს,ასევე ღია დაბოლოებიან კითხვებს და გათვლიალია სხვადასხვა სააზროვნო  უნარების განვითარებაზე.დავალება მოსწავლეებს ეძლევათ სახელმძღვანელოს თითოეული თავის ამოწურვის შემდეგ და აჯამებს ,თუ რამდენად სრულყოფილად ფლობს მოსწავლე განვლილ მასალას,რამდენად შეუძლია ამ მასალის გამთლიანება.
ნაშრომი/კვლევა შედგება შვიდი თავისაგან.პირველ თავში მოცემულია ინფორმაცია სსიპ.ფოთის #3 საჯარო სკოლის XI კლასის  შესახებ.განხილული პრობლემა და საკვლევი საკითხი,პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები ,კვლევის მიზანი და კვლევის ამოცანები.
მეორე თავი ეხება პრაქტიკული კვლევის არსს.მესამე თავი  ლიტერატურის მიმოხილვას ეთმობა.მეოთხე თავში კვლევის დიზაინია განხილული.მეხუთე თავი ეხება კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგების ანალიზს,ქმედებების /ინტერვენციების  შედეგების შეფასებას. მეექვსე თავი მოიცავს  რეკომენდაციებს.შეშვიდე თავი კი წარმოადგენს დასკვნას.
საკვანძო სიტყვები:კვლევა,შემაჯამებელი
 
 თავი -პირველი
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1.მოკლე ინფორმაცია სკოლის XI კლასის შესახებ
სსიპ ივ.ჯავახიშვილის სახ. ფოთის #3 საჯარო სკოლის XIკლასში სწავლობს 19 მოსწავლე  11 გოგონა და 8 ვაჟი.კლასში სხვადასხვა საგანს ასწავლის  12 მასწავლებელი.სრულ განაკვეთზე მუშაობს   11 მასწავლებელი.მათგან   7 უფროსი მასწავლებელია,4 -პრაქტიკოსი.მასწავლებლები კვირაში ერთხელ ხვდებიან კათედრაზე   და ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას  პრაქტიკულად ნერგავენ სწავლა-სწავლების პროცესში,აქტიურად იყენებენ ტექნოლოგიურ სიახლეებს გაკვეთილებზე.
1.2.კვლევის საფუძელი გახდა XI კლასის მოსწავლეების დაბალი აკადემიური მოსწრება ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელ დავალებებში.აღმოჩნდა ,რომ მოსწავლეები შემაჯამებელ დავალებებში იღებენ უფრო დაბალ შეფასებას,ვიდრე  ყოველდღიურ საშინაო თუ საკლასო  დავალებებში. ყოველი შემაჯამებელი დავალების წინ მოსწავლეები ასრულებენ  მსგავსს დავალებებს,იცნობენ შეფასების სქემას,რომლითაც  ფასდებიან,მაგრამ შედეგები მაინც დაბალია.
აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად დავიწყე ფიქრი ცვლილებებზე,რომლებიც უნდა შევიტანო  შემაჯამებელი დავალების ფორმატში,რათა გაუმჯობესდეს მოსწავლეთა  აკადემიური შედეგები.
·         რა უნდა გავაკეთო,რომ მოსწავლეთათვის შემაჯამებელი დავალების შესრულება სირთულეს არ წარმოადგენდეს?
·         რა იწვევს ამ პრობლემას  შემაჯამებელი დავალების სირთულე თუ მოცულობა?
·         რა გარეგანი ფაქტორები მოქმედებს მოსწავლეთა  მზაობასა და მოტივაციაზე?
·         რა პრობლემებს აწყდებიან მოსწავლეები  შემაჯამებელი დავალებების შესრულებისას?
კითხვებზე პასუხის მისაღებად გადავწყვიტე მასწავლებლებთან,მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან თანამშრომლობით  კვლევა ჩამეტარებინა.
1.3.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
1)არგუმენტირებული მსჯელობა მოსწავლეთა ერთ-ერთი  სუსტი მხარეა და სერიოზული პრობლემაა.  ისინი ყველაზე დაბალ შეფასებას ამ ტიპის დავალებების შესრულებისას იღებენ.
2)ასევე სირთულედ შეიძლება მივიჩნიოთ დროის ფაქტორი.45-წუთიან გაკვეთილზე ვერ ასწრებენ გრამატიკული ტიპის სავარჯოშოებისა და არგუმენტირებული მსჯელობის ტიპის დავალებების შესრულებას.
3)დავალების პირობა არაადეკვატურადაა გაგებული,რაც მოქმედებს დავალების შესრულების ხარისხზე.
4)შემაჯამებელი დავალების ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს დავალებების სირთულე,თუ მოსწავლეთა შესაძლებლობები არ შეესაბამება  დავალებების სირთულეს.
5)შემაჯამებელი დავალების შესრულებაზე უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს  მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დაძაბული ურთიერთობა ,რაც შესაძლებელია გამოიწვიოს  არაობიექტურმა  შეფასებამ.
6)უარყოფით ზეგავლენას ახდენს ასევე მშობლების,საზოგადოების,მასწავლებლების ,თანატოლების არასწორი მიდგომა/შეფასება.ასევევ შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლეზე რომელიმე ერთი,კონკრეტული მოსწავლის ზედმეტმა შექება-წახალისებამ.
7)ერთგვაროვანი შემაჯამებელი წერითი დავალებები,რაც მოტივაციას უკარგავს მოსწავლეს.
8)მასწავლებლის არასათანადო მომზადება;შემაჯამებელი დავალების შედგენის,გამოკითხვისა და შეფასების მეთოდოლოგიის არცოდნა.
1.4.კვლევის მიზანი
კვლევის მიზანია დეტალურად შევისწავლოთ მოსწავლისა და მასწავლებლის მოდგომა შემაჯამებელი დავალების შესრულების ხარისხზე.ამ კუთხით წამოჭრილ პრობლემებზე და მოვიძიო პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზები,რომელთა დანერგვა-გამოყენებასაც საგაკვეთილო პროცესში შევძლებ არა  მარტო მე,არამედ  სხვა სხვა საგნის მასწავლებელიც.უნდა ვიპოვო  ეფექტური და მოსწავლეთა საჭოროებებზე  მორგებული  ფორმატი,რომელიც ასევე  სასურველი იქნება მასწავლებლისათვის. ამ შემთხვევაში მოსწავლეები  უკეთ შეძლებენ  თავიანთი ცოდნის კონსტრუირებას და სხვა მრავალი საჭირო უნარ-ჩვევის განმტკიცებას.
1.5.კვლევის ამოცანები:
ა.კონკრეტული სამიზნე კლასის არჩევა-გამოკითხვა,დაკვირვება.
ბ.დაკვირვება თითოეული მოსწავლის შემაჯამებელი დავალების შესრულების  ხარისხზე.
გ.მოსწავლეთა,მშობელთა და მასწავლებელთა ჩართვა-გამოკითხვა .
დ.მონაცემების  კოდირება-ანალიზი.
ე.შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.
ასევე პროექტის ამოცანაა,პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:
 1.რა სარგებელი აქვს  მასწავლებლებისთვის  მოსწავლისათვის  მიცემულ შემაჯამებელ დავალებას?
ა.მასწავლებლების აზრით,რამდენად უზრუნველყოფს მოსწავლეთა ცოდნის გამთლიანებას შემაჯამებელი დავალების მიცემა  არსებული ფორმით?
ბ.რა საჭირო უნარ-ჩვევები გაიუმჯობესა  მასწავლებელმა?
გ.ეხმარება თუ არა შემაჯამებელი დავალებები მასწავლებელს  დაინახოს მოსწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეები და მათზე დაყრდნობით დაგეგმოს  მომავალში საკუთარი  საქმიანობა?
2.რა სირთულეებსა და  პრობლემებს წარმოქმნის  აღნიშნული საკითხის კვლევა?
ა.რამდენად გულახდილად და სერიოზულად განიხილავენ მშობლები , მასწავლებლები   და  მოსწავლეები შემაჯამებელი დავალების შესახებ  არსებულ პრობლემებს?
ბ.ითანამშრომლებენ თუ არა მოსწავლეები ,მასწავლებლები და მშობლები აღნიშნული  პრობლემის მოსაგვარებლად?
გ.რამდენად მოსახერხებელია მოსწავლეებისათვის,მასწავლებლებისათვის და მშობლებისათვის   შემაჯამებელი დავალების არსებული ფორმა და სტრუქტურა?
დ.დაეხმარება თუ არა კვლევაში ჩართულ ყველა მონაწილეს აქტიური ურთიერთთანამშრომლობა?

თავი მეორე
პრაქტიკული კვლევის არსი
საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე,წამოვაყენე საკვლევი პრობლემა,რომელიც შეეხება XI კლასის  მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას  ქართული ენისა და ლიტერატურის შემაჯამებელ დავალებებში. მოსწავლეთა,მასწავლებელთა და მშობელთა დამოკიდებულებას შემაჯამებელი დავალებებისადმი,ასევე მოსწავლეებისათვის არაეფექტურად და არამიზნობრივად მიცემული შემაჯამებელი დავალებით გამოწვეულ პრობლემებს და მათი გაუმჯობესების გზებს.
პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით,კოლექტიურ მიდგომას,სპეციალისტებისა და არასპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას.თანამშრომლობითი მიდგომა ცვლილებებისადმი წინააღმდეგობის გაწევის შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს განსაკუთრებით მაშინ,როდესაც გარკვეული ცვლილებები იგეგმება.თანამშრომლობითი პროგრამის საშუალებით პრაქტიკულ კვლევაში  ჩართული პირები ერთიანდებიან ,განიხილავენ პრობლემას,ერთმანეთს უზიარებენ მოსაზრებებს, იღებენ გადაწყვეტილებებს, გაიაზრებენ პასუხისმგებლობას და აღწევენ სასურველ შედეგს.
ცვლილება ეფექტურად ხორციელდება იმ ადამიანების კვლევის პროცესში ჩართვით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ აღნიშნული პრობლემა და შესაძლებელია,ამ პრობლემის არსებობით გარკვეულწილად ზარალდებოდნენ კიდეც.
აქედან გამომდინარე, საკვლევ ობიექტად ავიღე საშუალო საფეხურის  XI კლასი. წინარე გამოკითხვით გამოვარკვიე მოსწავლეთა დამოკიდებულება აღნიშნული საკითხისადმი. კვლევაში მათ გარდა ჩართული იყვნენ სხვადასხვა  საგნის მასწავლებლები და  მშობლები.
მიმაჩნია,რომ შემაჯამებელი დავალება მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობების  გამოვლენის,ინდივიდუალური მუშაობის დასწავლის და მოსწავლის მიერ მუშაობის სასურველი ტემპის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა  რაოდენობა:
1.სსიპ ფოთის #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები,სულ 19 მოსწავლე,11 გოგონა და  8 ვაჟი.
2. .სსიპ ფოთის #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეთა  მშობლები 16 მშობელი.
3. .სსიპ ფოთის #3 საჯარო სკოლის XIკლასის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები  სულ 7 მასწავლებელი.
რესპოდენტთა საერთო რაოდენობა -38
თავი მესამე
ლიტერატურის მიმოხილვა   
მსოფლიოს თითქმის ყველა სასწავლო სისტემაში შემაჯამებელი დავალება სწავლა-სწავლების  ერთ-ერთი შემადგენელია.ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი.შემაჯამებელ დავალებას ,როგორც ერთ-ერთ  კომპონენტს, ეროვნულ სასწავლო გეგმაში მე-4 თავი ეთმობა.(ე.ს.გ.  IV თავი .მოსწავლის შეფასების სისტემა).
არაერთი კვლევაა ჩატარებული და დაწერილი  იმის შესახებ,თუ რა სარგებელთან/სირთულესთან არის დაკავშირებული მოსწავლისათვის შემაჯამებელი დავალების მიცემა და ზოგადად,რატომაა აუცილებელი შემაჯამებელი დავალების მიცემა მოსწავლეთათვის?
შემაჯამებელი დავალება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა გზითა და ფორმით მოახდინოს გარკვეული დროის განმავლობაში მიღებული ცოდნის კონსტრუირება,განივითაროს აუცილებელი უნარ-ჩვევები.შემაჯამებელი დავალების შესრულება ასევე საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებისათვის,ხოლო მასწავლებელს საშუალებას აძლევს ,თვალი მიადევნოს მოსწავლის აკადემიურ ზრდას,მის პროგრესსა თუ რეგრესს,დაინახოს მოსწავლის ძლიერი თუ სუსუტი მხარეები და  შემდგომ, სწავლების პროცესში,გაითვალისწინოს ისინი.სწორად შესრულებული შემაჯამებელი დავალება მშობლისთვისაც შვილის წარმატების ერთგვარ საზომს წარმოადგენს,თუმცა შემაჯამებელი დავალებების ეფექტურობა სწორად შერჩეულ საკითხებზეა დამოკიდებული.
არსებობს მოსაზრებები შემაჯამებელი დავალების  ფორმის,მისი ფუნქციისა და დანიშნულების,მისი ეფექტურობისა და ნაკლებ ეფექტურობის შესახებ.მაგალითად,ეროვნულ სასწავლო გეგმაში ვკითხულობთ:’’სტანდარტის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად ,აუცილებელია შემაჯამებელი დავალების მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი,  პროექტი,საველე-გასვლითი სამუშაო,ლაბორატორიული კვლევა,სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვა).თითოეული მასწავლებელი ვალდებულია,შეაგროვოს და შეინახოს მის მიერ  კლასში ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგი/შედეგები,რომლის შეფასებასაც ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება,კრიტერიუმები,რომლითაც შეფასდა ეს დავალებები,მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული სამუშაოს რამდენიმე  ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა;თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები’’. -ესგ.თავი  IV.
არსებობს მოთხოვნები ,რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები: შემაჯამებელ დავალებას უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი  რუბრიკა.
ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების ,პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით.
10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე.
მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები,რომელთა შემოწმებასაც ემსახურება  შემაჯამებელი დავალება.
ასევე შემაჯამებელ დავალებას უნდა ახლდეს წერითი ანალიზი,რომლის წერისას მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ხელთ საგნობრივი პროგრამის დოკუმენტი,სადაც კლასების მიხედვით არის გაწერილი სტანდარტი- წლის  ბოლოს რა შედეგებს უნდა მიაღწიოს მოსწავლემ.http://mastsavlebeli.ge/?p=13523
მკვლევრები ერთხმად თანხმდებიან,რომ შემაჯამებელი დავალება ადგენს მოსწავლის წარმატებას სწავლის კონკრეტულ ეტაპზე: თემის   დასრულებისას,სემესტრის ბოლოს,სასწავლო წლისოლოს.ასეთი შეფასებისას მოწმდება ,რამდენად მიაღწია მოსწავლემ სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგს/შედეგებს.სწორედ შემაჯამებელი შეფასების შედეგების ანალიზზე დაყრდნობით ვასკვნით,რამდენად შესრულდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები.http://shemajamebelitatua.blogspot.com/p/blog-page_13.html
მაგრამ ხშირად  შემაჯამებელი დავალების არაეფექტურობას განაპირობებს ის ფაქტი,რომ სამწუხაროდ, ზოგიერთ მასწავლებელს სწორად არ ესმის შემაჯამებელი დავალების მნიშვნელობა,მას იყენებენ ,როგორც მოსწავლეთა სადამსჯელო ინსტრუმენტს,მოსწავლემ ხშირად არ იცის შემაჯამებელი დავალების ფორმატი,შეფასების კრიტერიუმები,შემაჯამებელი გაკვეთილის  ჩატარების თარიღი(მუდმივი მოლოდინის რეჟიმშია).შემაჯამებელი დავალების შემდეგ სწრაფად არ კეთდება უკუკავშირი,და მოსწავლეც ინტერესს კარგავს ნამუშევრის შედეგის  მიმართ,მაშინ როდესაც შემაჯამებელი სამუშაოს მთავარი მიზანი არის დიაგნოსტიკური და სწავლების ფუნქცია -დაადგინოს თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარე,მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები,შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა და მიღებული შედეგები  გაითვალისწინოს სამომავლოდ სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.
თავი მეოთხე
კვლევის დიზაინი
4.1.კვლევის სამიზნე ჯგუფი
1.XI კლასის მოსწავლეები
2.XI კლასის მოსწავლეების მშობლები
3.XI კლასის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები
4.2 კვლევის მეთოდები
კვლევაში  გამოყენებულია შერჩევის ორი ტიპი
სრული შერჩევა  საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა გამოკითხვის ჩატარება კითხვარების საშუალებით. კითხვარი განკუთვნილია XI კლასის მოსწავლეებისათვის,მოსწავლეთა მშობლებისათვის და სხვადასხვა საგნის მასწავლებელთათვის ,რომლებიც ამ საფეხურის მოსწავლეებს ასწავლიან.
მიზნობრივი შერჩევა-კვლევის ფარგლებში ეს შერჩევა გამოვიყენეთ კონკრეტული სამიზნე კლასისათვის(XI კლასის მოსწავლეები).ამ მოსწავლეების შეხედულება მნიშვნელოვნად  მივიჩნიეთ კვლევის მომდევნო აქტივობებისა და ცვლილებების განხორციელების დასადგენად.კლასში 19 მოსწავლეა.
მონაცემთა შეგროვება შემდეგი მეთოდების გამოყენებით  განხორციელდა:
კითხვარის შევსება პირდაპირ ინტერვიუს საფუძველზე-XI კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა პირისპირ ინტერვიუები.შეივსო წინასწარ მომზადებული კითხვარი.
·         ეხმარებათ თუ არა  შემაჯამებელი სამუშაო  მოსწავლის აკადემიური დონის განსაზღვრაში?
·         რას ვთავაზობთ მოსწავლეებს სტანდარტული ტიპის შემაჯამებელი სამუშაოს გარდა?
·         რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო იმისათვის,რომ გაუმჯობესდეს შემაჯამებელი დავალების დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკა,რაც დაეხმარება მასწავლებლებს პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვაში?
·         რა შემთხვევაში არ იქნება შემაჯამებელი დავალება  ფორმალურად შესრულებეული დავალება,რომელიც მხოლოდ სირთულეებს ქმნის.
·         აწვდით თუ არა მოსწავლეებს განმავითარებელ შფასებას?
ანკეტირება-კითხვები მომზადდა XI კლასის მოსწავლეთათვის და მათი მშობლებისათვის.
·         გეხმარებათ თუ არა მასწავლებლის  მიერ მიცემული განმავითარებელი შეფასება  შვილის აკადემიური დონის განსაზღვრაში?
·         აკამაყოფილებთ თუ არა მათ მასწავლებლის მიერ მიცემული განმავითარებელი შეფასებები?
·         რას შეცვლიდნენ შემაჯამებელი დავალებების სტრუქტურაში?
·         არის თუ არა შემაჯამებელი დავალება გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ადეკვატური?
·         არის თუ არა საკმარისი დრო,რომელიც მათ შემაჯამებელი დავალების შესასრულებლად ეძლევათ?
კითხვები იყო დახურული,ღია და ანონიმური.
იხ.დანართი#1. დანართი#2 .დანართი#3.
  მეორადი მონაცემების ანალიზი- ეს მეთოდი მეორადი მონაცემების დამუშავებისათვის გამოვიყენე.მეორადი მონაცემების დამუშავება  გულისხმობს აქამდე არსებული  შემაჯამებელი დავალებების ფორმისა და სტრუქტურის შესწავლას.რა ცვლილებები განიცადა დროთა განმავლობაში,რა ძირითადი  პუნქტებისა და მოთხოვნებისაგან შედგება შემაჯამებელი დავალება და დაახლოებით რა დროს მოითხოვს მისი შესრულება.
4.3. კვლევის ვადები:

#
                             აქტივობა
                ვადა
 1.
პრობლემის იდენტიფიცირება/შერჩევა
     დეკემბერი
2.
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
     დეკემბერი
3.
კითხვერების შედგენა/დამუშავება
     დეკემბერი
4.
გამოკითხვა/ანკერირება
     დეკემბერი
5.
მეორადი მონაცემების შეგროვება
     იანვარი
6.
მეორადი მონაცემების შეგროვება
     თებერვალი
7.
მიღებული შედეგების ანალიზი
      მარტი
8.
სავარაუდო  ინტერვენციის განხილვა
      მარტი
9.
ინტერვენციის განხორციელება
      აპრილი
10.
ინტერვენციების  შედეგების ანალიზი
      აპრილი
11.
პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოებასთან, შედეგების გაცნობა.
       მაისი

თავი მეხუთე
კვლევის შედეგები
5.1. მონაცემთა ანალიზი
გამოკითხვამ სკოლის პედაგოგებთან და მოსწავლეებთან საშუალება მომცა განმესაზღვრა პედაგოგთა და მოსწავლეთა დამოკიდებულება შემაჯამებელი დავალების მიმართ.იმტერვიუ ავიღე XI კლასის მოსწავლეებისაგან.
კითხვარის შევსება პირისპირ ანკეტირების საფუძველზე-მოსწავლეებთან და სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან  ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე წინასწარ მომზადებული  კითხვარი შევავსე.ამით შევძელი შემეგროვებინა შემდეგი სახის ინფორმაცია:
·         რაში ეხმარებათ და რა სირთულეებს წარმოქმნის ამ სამუშაოს შესრულება.
·         რას ვთავაზობთ მოსწავლეებს სტანდარტული ტიპის შემაჯამებელი სამუშაოს გარდა.
·         რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო იმისთვის,რომ გაუმჯობესდეს შემაჯამებელი დავალებების  დაგეგმვისა და განხორციელების პრაქტიკა,რაც დაეხმარება მასწავლებლებს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში.
·         რა შემთხვევაში არ იქნება შემაჯამებელი ფორმალურად შესასრულებული  დავალება ,რომელიც მხოლოდ სირთულეს წარმოქმნის.
·         რა სახის განმავითარებელ შეფასებას აძლევენ მოსწავლეებს.
( დანართი 3)
პედაგოგების გამოკითხვის  მიზანი იყო დამედგინა,რა სარგებელი აქვს მასწავლებლებისათვის  შემაჯამებელ დავალებას,რა პრობლემებს აწყდება ამ კუთხით  და როგორ წარმოუდგენია  აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზები.
გამოკითხვაში 7 პედაგოგი მონაწილეობდა .მასწავლებლების 42% მიიჩნევს ,რომ მათ მიერ მოსწავლეებისათვის მიცემული  შემაჯამებელი დავალება  საშუალო სირთულისაა,ხოლო მასწავლებელთა 42% მიაჩნია,რომ ჩვეულებრივ დავალებაზე ოდნავ რთულია, 16% ფიქრობს, რომ ადვილია.
გამოკითხულ მასწავლებელთა 100% მიიჩნევს,რომ შემაჯამებელი დავალების მიცემის დროს მათი  ინსტრუქცია მკაფიო და გასაგებია.გამოკითხულ მასწავლებელთა 95% მიიჩნევს ,რომ შემაჯამებელი დავალების შეფასებისას მათ  მიერ გაკეთებული ანალიზი კონკრეტულია და მოსწავლეთა სუსტი მხარეების  გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული,ხოლო  5% მიაჩნია,რომ წერილობით იშვიათად აძლევენ განმავითარებელ შეფასებას ,რადგან საშუალო საფეხურია.
მოსწავლეთა გამოკითხვისას აღმოჩნდა ,რომ დავალების შესასრულებლად  დრო არ ყოფნის  მოსწავლეთა 25%.
შემაჯამებელ დავალებას ხალისით მხოლოდ 45%ასრულებს.
მოსწავლეთაა 62,5%  უჭირს  იმ შემაჯამებელი დავალების  შესრულება,რომელიც არგუმენტირებულ მსჯელობას მოითხოვს.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო XI კლასის მოსწავლეების 16 მშობელმა. გამოკითხვაში მონაწილეობდა მდედრობითი სქესის 100%.
მშობლებს კითხვარი შევავსებინე სკოლაში.შეგროვებული კითხვარების რაოდენობა  მშობელთა მთლიანი რაოდენობის  70%-ია.მიმაჩნია,რომ კითხვარმა  ზოგადი წარმოდგენა შექმნა  მშობლის დამოკიდებულების გასაგებად შემაჯამებელ დავალებასთან მიმართებით.
მშობლების ანკეტირების შედეგად გამოიკვეთა ,რომ რამდენადაც მათთვის ცნობილია,მოსწავლეებს უჭირთ  შემაჯამებელი დავალების ზოგიერთი საკითხის შესრულება.ასევე ისინი პრეტენზიას გამოთქვამდნენ შემაჯამებელი სამუშაოს შეფასებისას გაკეთებული ზეპირი კომენტარის  გამო,მიაჩნდათ,რომ კომენტარები  უმეტესად  ზოგადი ხასიათისაა.
მეორადი მონაცემების ანალიზი-შემაჯამებელი დავალების ნიმუშების გასაცნობად  შევაგროვე სხვადასხვა საგანში შესრულებული მოსწავლეთა ნამუშევრები,რათა დამედგინა კონკრეტულად რა მოცულობის  და შინაარსის შემაჯამებელ დავალებებს  აძლევენ მასწავლებლები  მოსწავლეებს.
ასევე დავეკითხე იმ მასწავლებელს ,რომელიც წინა წლებში ასწავლიდა ამ კლასს და დავადგინე რა ტიპის დავალებებს ასრულებდნენ შემაჯამებელ სამუშაოებში .
5.2.კვლევის მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
·         გამოცდილების გაზიარების ნაკლებობა მასწავლებელთა შორის.
·         შემაჯამებელი დავალების სტანდატული,ერთფეროვანი ფორმა,რომელიც ნაკლებად არის გათვლილი მოსწავლის  სუსტი მხარეების გასაუმჯობესებლად.
·         მოსწავლეთათვის ზოგადი სახის სახის  და არა კონკრეტული უკუკავშირის მიცემა.
·         წინა წლებშიც  მოსწავლეებს ტიპური  შემაჯამებელი დავალებები ჰქონდათ.
5.3. შესაძლო ინტერვენციები
კვლევის პროცესში ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის საფუძველზე  შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციის რამდენიმე  ვარიანტი:
·         სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს  შორის თანამშრომლობის გაღრმავება პედაგოგებს დაეხმარება ინდივიდუალურად დამუშავებული  ლიტერატურიდან მიღებული გადაწყვეტილებები კოლეგებს გაუზიარონ,შეჯერდნენ რა სახის ,რა ფორმატის შემაჯამებელი დავალებები  უნდა მისცენ მოსწავლეებს,რომ შემაჯამებელი დავალება შესრულდეს ინტერესით,ხალისით და ხარისხიანად.
·         XI კლასის სხვადასხვა საგნის მასწავლებლებისათვის ლიტერატურის გაცნობა,რომელშიც დეტალურად იქნება საუბარი შემაჯამებელი დავალების შესახებ.ლიტერატურის გაცნობის შემდეგ პედაგოგებს საშუალება მიეცემათ განსაზღვრონ რა სახის შემაჯამებელი დავალებები მისცენ მოსწავლეებს.
·         მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
·         საჭირო და სწორი სტრატეგიების შემუშავება,რათა შემაჯამებელი დავალების შესრულება მოსწავლისათვის არ იყოს სასჯელი.
5.4. განხორციელებული ცვლილებები
შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:
1.მასწავლებლებსა და მშობლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება: XI კლასში ჩატარდა მშობლებთან შეხვედრები.შეხვედრისას მშობლები გაეცნენ შემაჯამებელი დავალების მიცემისა და შემოწმების შესახებ ინფორმაციას.
2.ლიტერატურის გაცნობა მასწავლებლებისათვის შემაჯამებელი დავალების შესახებ:მასწავლებლებმა განიხილეს კონკრეტული სიტუაციები  ,შეიმუშავეს  და დასახეს აქტივობები მოსწავლეებში აკადემიური  შედეგების გასაუმჯობესებლად   .
3.პედაგოგებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება: კათედრებზე  მოეწყო შეხვედრები ,სადაც ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გადაწყვეტილებები  შემაჯამებელი დავალების  შესახებ.შეაჯერეს,თუ რა სახის,რა ფორმატის  შემაჯამებელი დავალება უნდა მიეცეთ მოსწავლეებს,როგორ უნდა შემოწმდეს ის და რა სახის კომენტარი უნდა დავურთოთ შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზს.
4.სწორი სტრატეგიების შემუშავება- შემდეგი შემაჯამებელი სამუშაოსთვის მივეცი წერილობითი ინსტრუქცია  კონკრეტული დავალებისათვის; შემაჯამებელი დავალება შეესაბამება კონკრეტული ასაკობრივი  ჯგუფის  გონებრივ  შესაძლებლობებსა და ინტერესებს;ითვალისწინებს მოსწავლის სუსტი მხარეების გაუმჯობესებას;დავგეგმე სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი დავალება_რეფერატი,პრეზენტაცია,პროექტი.
თავი მეექვსე
რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება
6.1. რეკომენდაციები
რეკომენდაციები  შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
·         მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს სხვადასხვა სახის შემაჯამებელი დავალება(თხზულება, მოხსენება,რეფერატი,პროექტი და სხვა),რათა ეს პროცესი ერთფეროვან,მოსაწყენ სამუშაოდ არ იქცეს და მოსწავლემ კარგად გაიაზროს მისი მნიშვნელობა საკუთარი ცოდნის კონსტრუირებაში.
·         შემაჯამებელი დავალების მიცემის დროს  მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს დავალების რაოდენობა,წინასწარ განსაზღვროს და დაგეგმოს დავალება ისე ,რომ მოსწავლის პოტენციალი მაქსიმალურად გაითვალისწინოს,რათა  მიაღწიოს შედეგს .ყოველ ახალ დავალებას ახალ ნიშნულამდე უნდა მიჰყავდეს მოსწავლე,უნდა ზრდიდეს ცნობისმოყვარეობის სურვილს ისე,რომ შემაჯამებელი დავალების შესრულება თავად მოსწავლის ინტერესებიდან მომდინარეობდეს.
·         სასურველია თანამშრომლობის გაღრმავება როგორც პედაგოგებს შორის,ასევე პედაგოგებსა და მშობლებს შორის ,პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის.
·         ემაჯამებელი დავალების მიცემისას მასწავლებელმა  გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური  შესაძლებლობები ,დავალებები დაალაგოს ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით.
·         ასწავლებელმა ხშირად ჩაატაროს დაკვირვება:რა გაუჭირდათ  და რამდენ მოსწავლეს.,რა ვერ შეასრულეს და რამდენმა მოსწავლემ.ასეთი დაკვირვება დაგვანახებს ,მივაღწიეთ  თუ არა მიზანს,რა არის გასაუმჯობესებელი მიზნის მისაღწევად.
·          ემაჯამებელ დავალებას  აუცილებლად უნდა ახლდეს  წერილობთი ანალიზი მასწავლებლისგან,რომელშიც იგი მოსწავლეს გასაგებად  მიაწვდის  კონკრეტულ უკუკავშირს.
6.2. ინტერვენციის შეფასება
შეფასების მიზანი იყო გამეგო:
·         რამდენად ეფექტურია კვლევის შედეგად  შემუშავებული შემაჯამებელი დავალების ოპტიმალური ვარიანტი მოსწავლეებისათვის
·         აეხმარა თუ არა მოსწავლეებს  კვლევის რეკომენდაციების  გამოყენებით  მიცემული შემაჯამებელი დავალებები  მათ  ხარისხიანად და ხალისით შესრულებაში.
·         აეხმარა თუ არა მასწავლებლებს  ლიტერატურის გაცნობა და ურთიერთთანამშრომლობა  შემაჯამებელი დავალების სწორად  ორგანიზებაში.
მასწავლებელთა თქმით,გამოცდილების გაზიარება  და მონაცემთა ანალიზი მათ დაეხმარებათ  საკუთარი იდეების სტრუქტურირებაში.(XI კლასის 11 მასწავლებლიდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 7-მა მასწავლებელმა.თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც,რომ მონაწილე მასწავლებლებს შორისაც აღმონდნენ  ისეთი შეხედულებებისა და მიდგომის მასწავლებლები,რომლებსაც სკეპტიკური დამოკიდებულება აღმოაჩნდათ  აღნიშნული საკითხისადმი.(ყველაფერში დამნაშეავეა მოსწავლე და არა თავად.
გატარებული ინტერვენციის შედეგად განვახორციელე ხელახალი ფოკუსირებული დაკვირვება.აღმოჩნდა,რომ ზოგიერთი მასწავლებლის მიერ შემაჯამებელი დავალების მიცემისას ინსტრუქცია უფრო მკაფიოდ და  მოსწავლეთათვის გასაგებად  იყო მიწოდებული(ძირითადად იმ მასწავლებლებთან ,რომლებიც იზიარებდნენ  ერთმანეთის გამოცდილებას და ურთიერთთანამშრომლობდნენ).
მშობლების დამოკიდებულების დასადგენად შევხვდი მათ .გაირკვა ,რომ ამჯერად მათ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებათ მოსწავლეთა შესახებ.
გამოკითხვა ჩავატარე XI კლასის მოსწავლეებთან. გაირკვა,რომ შემაჯამებელი სამუშაოს განსხვავებულმა ფორმატმა ისინი  დააინტერესა  . მაგალითად,შემაჯამებელი სამუშაოსათვის  მათ უნდა წარმოედგინათ power point-ში გაკეთებული პრეზენტაცია თემაზე:„ქართველი რომანტიკოსები“ ,რეფერატი „ გრიგოლ ორბელიანი მამათა და შვილთა ბრძოლაში“,„ილია-ბატონი“, გასაგებად მიცემული უკუკავშირი დაეხმარა მათ გაეთვალისწინებინათ მასწავლებლის მიერ მიცემული რჩევები მომდევნო შემაჯამებელ დავალებაში
თავიVII
დასკვნა:
პრაქტიკული კვლევის  საფუძველზე შემიძლია,დავასკვნა ,რომ მოსწავლეებში შემაჯამებელ დავალებებში მიღებული დაბალი შეფასების მიზეზებია:
·         პედაგოგთა შორის ინფორმაციის  გაცვლის ნაკლებობა.
·         პედაგოგთა და მშობელთა შორის თანამშრომლობის ნაკლებობა.
·         მასწავლებლის მიერ მიცემული ზოგადი სახის  უკუკავშირი
·         შემაჯამებელი დავალებების ერთფეროვნება

აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, პირველ რიგში, საჭიროა მასწავლებლის მხრიდან ლიტერატურის დამუშავება და შესაბამის კათედრაზე განხილვა,ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება , მშობელთა ჩართულობის ამაღლება ,რადგან ჩამოთვლილი მიზეზების განხორციელების გარეშე  არსებული პრობლემები  არ მოგვარდება.

აქვე უნდა აღინიშნოს,რომ კვლევაზე მუშაობის დროს გამოიკვეთა ახალი საკვლევი პრობლემა არშემდგარი თანამშრომლობა  მოსწავლეს,მასწავლებელსა და მშობელს შორის. სასურველია,რომ დამოკიდებულება მოსწავლე-მასწავლებელს შორის ეფუძნებოდეს სიყვარულსა და პატივისცემას,რადგან დადებითი ემოცია ხელს უწყობს მოსწავლეებში საკუთარი ძალების რწმენის მომატებას და ეხმარება მასწავლებელსაც დასახული მიზნის მიღწევაში.მშობელთა ჩართულობაც აუცილებელია სწავლა-სწავლების პროცესში სასურველი შედეგების მისაღწევად.

კითხვარის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული მიგნებები :

დანართი N1. 

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მშობელმა.

16 გამოკითხული მშობლიდან 12 იცნობს, 4 არ იცნობს შემაჯამებელი დავალების სტრუქტურას

                  

2. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი შვილის აკადემიური ზრდისათვის შემაჯამებელი სამუშაო?

3. რა მნიშვნელობას ანიჭებს თქვენი შვილი შემაჯამებელი დავალების შესრულებას?


1
3

 

 

 

 

4. რა დროს უთმობს თქვენი შვილი შემაჯამებელი დავალებისათვის მომზადებას?

5. შვილის დაბალი შეფასება შემაჯამებელ დავალებაში გამოწვეულია:

 

 

 

6. შვილის დახმარება შემაჯამებელი დავალების მზადებისას:

 

დანართი N2.

1.    შემაჯამებელი დავალება, რომელსაც ასრულებენ მოსწავლეები:

 

2.    შემაჯამებელი დავალება ტესტის სახით (გრამატიკული მასალა და ლიტერატურიდან კითხვები):

3.    მასწავლებლის მიერ მიცემული ზეპირი განმავითარებელი შეფასება:

 

 

4.    ხალისით მუშაობენ ტესტზე თუ ის:

5.    გაკვეთილზე მიღებული ცოდნა შემაჯამებელი დავალების შესრულებაში ეხმარება:

 

 

 

6.არის თუ არა საკმარისი დრო შემაჯამებელი დავალებების შესასრულებლად:

 

7.შემაჯამებელი დავალების განსხვავებული ფორმატი მისაღებია:

 

 

 

დანართი N3.

ანკეტირებაში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საგნის 7-მა მასწავლებელმა.

1.    მოსწავლეები შემაჯამებელ დავალებას ხალისით ასრულებენ:

2.    მასწავლებლის მიერ მიცემული ინსტრუქცია ადვილი გასაგებია მოსწავლისათვის:

3.    შემაჯამებელი დავალების დაბალი აკადემიური მოსწრება, მისი ფორმატითაა განპირობებული:

4.    შემაჯამებელი დავალების ფორმას გაჰყავს მოსწავლეები ესგ-ეს საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგზე:

 

 

5.    შემაჯამებელი დავალება მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის:

6.    შემაჯამებელი დავალების დაგეგმვისა და განხორციელებისას, რაც დაეხმარება მასწავლებელს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში, გასაუმჯობესებელია:

 

7.    ეფექტური უკუკავშირი მასწავლებლების მხრიდან, შემაჯამებელი დავალებების შემდეგ:

 

    

8.დავალების სირთულე- მასწავლებლების მიერ მოსწავლეებისთვის მიცემული შემაჯამებელი დავალება

 

9.შემაჯამებელი დავალებების ფორმატებიდან, რომელია ყველაზე რთული.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.http://mastsavlebeli.ge/

2.’’სწავლებისა და სწავლის ახალი მოდგომები’’თბილისი 2004.

3.ე.ს.გ. თავი IV .მოსწავლის შეფასების სისტემა.

5.  ნინო ლომიძე ზეპირი შემაჯამებელი სამუშაო ქართულ ენასა და ლიტერატურაშიhttp://mastsavlebeli.ge/?p=13819
6.დარეჯან კვიმსაძე მოსწავლეთა წერითი მეტყველეის სირთულეები
7.ნინო ლომიძე  შემაჯამებელი სამუშაოს ფორმა და ანალიზი.
8.ნინო ლომიძე ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის სწავლების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების შესახებ
9.ვერიკო ხელისუფალი გატარებული კვლევა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და  სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის.
10.გიორგი ნოზაძე განმავითარებელი შეფასების შესახებ
დანართები:
დანართი-N1-ანკეტა XIკლასის მოსწავლეთა მშობლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას შემაჯამებელი დავალების შესრულებისას არსებული პრობლემის გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მშობლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.შემოხაზეთ გენდერის სიმბოლო
ა.მდედრობითი               ბ.მამრობითი
2.იცნობთ თუ არა შემაჯამებელი დავალებების სტრუქტურას?
ა. დიახ                          ბ.არა
3.როგორ ფიქრობთ,რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი შვილის აკადემიური ზრდისთვის შემაჯამებელი  სამუშაო?


4.რა მნიშვნელობას ანიჭებს თქვენი შვილი შემაჯამებელი დავალების შესრულებას?




5.რა დროს ანდომებს თქვენი შვილი შემაჯამებელი  დავალებისათვის მომზადებას?



6.როგორ ფიქრობთ, თქვენი შვილის დაბალი შეფასება შემაჯამებელ დავალებაში გამოწვეულია
ა. მომზადების დაბალი დონით           ბ.   უყურადღებობით
გ.დავალების სირთულით
7..როგორ ფიქრობთ, როგორ შუძლია მშობელს შვილის დახმარება შემაჯამებელი დავალებისთვის მზადებისას
ა. შემაჯამებელი  დავალებისთვის მზადებისას ჩართვით(მასალების მოძიებით,შაბლონის შეთავაზებით)
ბ.შემაჯამებელი  დავალებისთვის მზადებისას თვალყურის დევნებით
გ. მხოლოდ სირთულის შემთხვევაში ჩარევით
დ. ჩაურევლობით,რადგან ასე უფრო ისწავლის დამოუკიდებლად მუშაობას.


                                                                                     გმადლობთ თანამშრომლობისათვის

დანართი-N2-ანკეტა XI კლასის მოსწავლეთათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას შემაჯამებელი დავალების შესრულებისას არსებული პრობლემის გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მოსწავლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.შემაჯამებელი დავალება,რომელსაც ასრულებთ ანალიტიკური,არგუმენტირებული ესეს სახით:
     ა.იოლია
     ბ.რთულია
2.შემაჯამებელი დავალება ტესტის სახით(გრამატიკული მასალა და ლიტერატურიდან კითხვები)
      ა.იოლია
       ბ.რთულია
       გ.რთულია გრამატიკა
       დ.რთულია ლიტერატურა
3.გაკმაყოფილებთ თუ არა მასწავლებლის მიერ მიცემული ზეპირი განმავითარებელი შეფასებები?
ა.დიახ                  ბ.არა
4.როგორი ტიპის ტესტზე მუშაობთ ხალისით?
   ა. დახურული        ბ.ღია
5. გეხმარებათ თუ არა გაკვეთილზე მიღებული ცოდნა შემაჯამებელი დავალების შესრულებაში?
     ა.დიახ                 ბ.არა
6.არის თუ არა საკმარისი დრო, რომელიც შემაჯამებელი დავალების შესასრულებლად გეძლევათ?      ა.დიახ               ბ.არა
7.მისაღებია თუ არა თქვენთვის შემაჯამებელი დავალების განსხვავებული ფორმატი (პრეზენტაცია,რეპერატი,მოხსენება და სხვა)?
   ა.დიახ         ბ.არა

დანართი-N3-ანკეტა XI კლასის მასწავლებლებისთვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას შემაჯამებელი დავალების შესრულებისას არსებული პრობლემის გასაუმჯობესებლად. თქვენი, როგორც მასწავლებლის, მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევისთვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არ არის საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1.როგორ ფიქრობთ,ხალისით ასრულებენ თუ არა მოსწავლეები შემაჯამებელ დავალებებს?
ა. დიახ                 ბ. არა
2.როგორ ფიქრობთ,თქვენ მიერ მიცემული ინსტრუქცია ადვილი გასაგებია მოსწავლისთვის?
ა. დიახ    ბ. არა         გ. ნაწილობრივ
3.როგორ ფიქრობთ,შემაჯამებელი დავალების დაბალი აკადემიური მოსწრება მისი ფორმატითაა განპირობებული?
ა. დიახ        ბ. არა       გ. ნაწილობრივ
4.როგორ ფიქრობთ,შემაჯამებელი დავალების არსებულ ფორმას გაჰყავს მოსწავლე ესგ-ის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგზე?
ა. დიახ          ბ.არა              გ. ნაწილობრივ
5. როგორ ფიქრობთ,რა მნიშვნელობა აქვს შემაჯამებელ დავალებას მოსწავლეებისთვის?
_______________________________________________________________________________________________________________________________________________________________
6. როგორ ფიქრობთ,რა არის გასაუმჯობესებელი შემაჯამებელი დავალების დაგეგმვისა და განხორციელებისას,რაც დაეხმარება მასწავლებლებს პროფესიული საქმიანობის წარმართვაში?
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________
7.როგორ ფიქრობთ,რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს შემაჯამებელი დავალების შემდეგ ეფექტურ უკუკავშირს მასწავლებელის მხრიდან?
________________________________________________________________________________________________________________________________________________________________  
                                                                                          გმადლობთ თანამშრომლობისთვის

 

 

 

 

 

 

 

 



No comments:

Post a Comment